ადვოკატის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმესთან დაკავშირებით, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ხელმძღვანელმა გოჩა კასრაძემ თანამდებობა დატოვა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი კადრების განყოფილებაშია გადაყვანილი მანამდე, სანამ გამოძიების დასრულებამდე არ დადგინდება ობიექტური ჭეშმარიტება.
ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე თბილისის პროკურატურაში პოლიციის ცალკეული თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით გამოძიებაა დაწყებული.