ავღანეთში 7 ადამიანს, მათ შორის ბავშვებს თავები მოჰკვეთეს
ავღანეთის პრეზიდენტის კანცელარიის ინფორმაციით, პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს ნაპოვნია ოთხი მამაკაცის, ორი ქალის და ერთი ბავშვის ცხედარი, შვიდივეს თავი ჰქონდა მოკვეთილი. ისინი ირანული წარმოშობის შიიტები იყვნენ.
პროვინცია ზაბულის გუბერნატორმა ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა „ისლამურ სახელმწიფოს“ დააკისრა. მისი ინფორმაციით, მოკლულები პროვინცია გაზანიდან გაიტაცეს. ბოლო დღეებში ზაბულის პროვინციაში თალიბების დაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის სისხლისმღვრელი შეტაკებები მოხდა, დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი.