პოლიციამ ეგვიპტეში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლა

ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ იუწყება. მოკლულის სახელია აშრაფ ალი ჰასანეინ ალ-გარაბლი. „ბოევიკს“ პოლიციამ კაიროში მიაგნო, მაგრამ დაკავების მცდელობის დროს ალ-გარაბლიმ მიმალვა სცადა. დევნის ოპერაციის დროს ექსტრემისტმა პოლიციის მიმართულებით ცეცხლი გახსნა და საპასუხო სროლის შედეგად ის მოკლეს.
ეგვიპტის პოლიციის ინფორმაციით, ალ-გარაბლი დაკავშირებულია აშშ-ს და ხორვატიის მოქალაქის მკვლელობასთან და კაიროში იტალიის საელჩოსთან 2015 წლის ივლისში მომხდარ ტერაქტთან. ალ-გარაბლი ხიშამ ალ-ეშმავის „მარჯვენა ხელი“ იყო, რომელიც, თავის მხრივ, კაიროში აფეთქებებთან და შეკვეთილ მკვლელობებთან იყო დაკავშირებული ექსტრემისტული ორგანიზაცია „ანსარ ბეიტ აკ-მაკდისის“ სასარგებლოდ, რომელმაც 2014 წელს „ისლამურ სახელმწიფოს“ ერთგულების ფიცი მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები