თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დღეს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია:
დიდგორის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა დაბა კოჯრის მცხოვრებლებს შეეხება.
ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა გმირთა მოედნის, კოსტავას და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს შეეხება.
ისნის რაიონში 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის მოედნის, ჩოლოყაშვილის I კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის, ლაისტის და გულუას ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, I ხეივნის, II ხეივნის, გულიას, გორგასლის, კრწანისის, ნაკაშიძის, მტკვრის და სადგურის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის და რომელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, სოფელ ჩალიპირების, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის და პეტრე იბერის ქუჩების მცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია განცხადებაში.