პრემიერ – მინისტრი ფედერიკა მოგერინისთან ერთად საერთაშორისო კონფერენციას გახსნის
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ საერთაშორისო კონფერენციას “გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“ გახსნის. კონფერენცია 09:30 საათზე გაიხსნება. ღონისძიებას სასტუმრო “რედისონში” პრემიერთან ერთად საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინიც დაესწრება. 13:00 საათზე კი მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.