„ღირსი ხარ ცხვირ-პირი ამოგინაყოს კაცმა, ბინძურო“ – ბავშვის შეურაცხყოფისთვის ძიძა გაათავისუფლეს (ვიდეო)
ბათუმის მე-6 საბავშვო ბაღის ძიძა 4 წლის აღსაზრდელის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ძიძის გათავისუფლების მიზეზი ფარულად გადაღებული ვიდეო გახდა, რომელიც ძიძის თანაშემწემ ნათია ცინცაძემ გადაიღო. ფარულ ვიდეო ჩანაწერში ისმის, თუ როგორ მიმართავს შეურაცხმყოფელი სიტყვებით ძიძა აღსაზრდელს. ცინცაძის მტკიცებით, 4 წლის ბავშვზე ძიძა სააბაზანოში ძალადობდა.
ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გურანდა გობაძე ნათია ცინცაძეს დისკრედიტიციაში ადანაშაულებს და მიზეზად პირად ინტერესს ასახელებს. როგორც გობაძემ განაცხადა, ნათია ცინცაძის დედა ამავე ბაღის დირექტორის თანამდებობიდან რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს.
“ეჭვი მიჩნდება ხომ არ იყო ეს სცენა დადგმული, რადგან ამ ვიდეოს სამი წუთის განმავლობაში პედაგოგი თანაშემწე იღებდა და გამგეს მომხდარის შესახებ არ შეატყობინა”, – განაცხადა გობაძემ.
საქმეში ბათუმის ბაღების გაერთიანებასთან ერთად ქალაქის მერია და შინაგან საქმეთა სამინისტროც ჩაერთულია. როგორც შსს-ში დაწყებულია წინასაგამოძიებო მოქმედებები და ფაქტთან დაკავშირებით მონაწილე პირების გამოკითხვა მიმდინარეობს.