„უზენაეს სასამართლოს ყველაზე პრინციპული, კვალიფიციური და გაუტეხელი ხელმძღვანელი ჰყავს“

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, უზენაეს სასამართლოს ყველაზე პრინციპული, კვალიფიციური და ყველაზე გაუტეხელი ხელმძღვანელი ჰყავს. როგორც მარგველაშვილმა ავლაბრის სასახლეში გამართულ მიღებაზე აღნიშნა, ნინო გვენეტაძე არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არასდროს შესულა არავითარ გარიგებაში.
“იმ რეფორმის ფარგლებში, რომელსაც ვატარებთ სასამართო სისტემის მიმართ და რომელიც უმნიშვნელოვანესია დღეს ქართული დემოკრატიის მშენებლობაში, ჩვენ შევძელით და ვიპოვეთ ყველაზე პრინციპული, ყველაზე კვალიფიციური და ყველაზე გაუტეხელი ქალბატონი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ამ სისტემაში და არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არასდროს შესულა არავითარ გარიგებაში. ის დღეს ამაყად ხელმძღვანელობს უზენაეს სასამართლოს და მე ამაყი ვარ, რომ ჩვენ შევძელით ასეთი ძლიერი ქალბატონის მოძებნა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა, რომელმაც ნინო გვენეტაძის მაგალითი ქალის როლის მნიშვნელობაზე საუბრისას მოიყვანა.
ქვეყნის პირველმა პირმა პრეზიდენტის სასახლეში გენდერული თანასწორობის საკითხებზე თბილისში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები