პრეზიდენტი როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის პრეზიდენტს შეხვდა
გიორგი მარგველაშვილი თბილისში ვიზიტად მყოფ როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის პრეზიდენტ ელენა როსტროპოვიჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამედიცინო პროექტებს ახორციელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ფონდის მიერ საქართველოში უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფონდმა დააფინანსა და განახორციელა მთელი რიგი სამედიცინო პროექტები, მათ შორის წითელას, წითურას და ყბაყურას საწინააღმდეგო იმუნიზაცია, ახალშობილებში შიდსის ვერტიკალური გადაცემის პრევენცია, ჰეპატიტ B-ს ელიმინაცია, ახალშობილთა სკრინინგი თანდაყოლილ ჰიპოთირეოზზე, ახალშობილთა სკრინინგი გულის თანდაყოლილი მანკის კრიტიკული ფორმის გამოსავლენად.
როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდი საქართველოში 2004 წლიდან ფუნქციონირებს.