ბაღდათის რაიონში მონადირეებმა შველი მოკლეს
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
“ბაღდათის რაიონის დიდმაღლის ალპურ საძოვრებში ნადირობის დროს შეჩერებული იქნა რვა პირი, რომელთაც დათვალიერებისას აღმოაჩნდათ მოკლული შველი, ე.წ.”მანოკი”, ორი ცალი გასანათებელი ხელსაწყო ე.წ.”ფარი”. სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები და ნანადირევი”, – აცხდებენ სამინისტროში.
უწყების ცნობით, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს და შესაბამისად, მასალები შემდგომი შესწავლის მიზნით ბაღდათის რაიონულ სამმართველოს გადაეგზავნა.