რუსეთში ტორენტ-რესურსი: Rutracker.org დაიბლოკა
მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსეთში პოპულარული ტორენტ-რესურსი: Rutracker.org დაიბლოკა. „როგორც „ბი-ბი-სის“ მოსკოვის საქალაქო სასამართლოში აცნობეს, ეს გადაწყვეტილება მისი გამოქვეყნებიდან 30 დღეში ძალაში შევა.
ამ რესურსის წინააღმდეგ სარჩელი გამოცემა „ეკსმომ“ შეიტანა, რომელმაც ტორენტ-ტრეკერს გაი იული ორლოვსკის, ვასილი გოლოვაჩევის და კიდევ რამდენიმე მწერლის წიგნების გავრცელების აკრძალვა მოსთხოვა.
იმ შემთხვევაში, თუ ბლოკირება ძალაში შევა, რუსეთის მომხმარებლები რესურსით პირდაპირ სარგებლობას ვერ შეძლებენ. თუმცა ყოველთვის არსებობს სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით ამ აკრძალვისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობა.
2015 წლის 1 -ლი მაისიდან რუსეთში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, შესაძლებელია საიტის დაბლოკვა არა მარტო ვიდეოპროდუქციის, არამედ მუსიკისა და ტექსტების გამოც.