ლაითურში სტიქიის შედეგად დაზიანებული კორპუსების და სახლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ლაითურში სტიქიის შედეგად დაზიანებული კორპუსების და სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. დაზარალებულებს თუნუქის სახურავები და ხის მასალა გადაეცათ. მიმდინარეობს 35 მრავალბინიანი და 10-მდე კერძო სახლის გადახ ურვა, ბეტონის გზების მოწყობა და სხვა სარემონტო სამუშაოები. მიმდინარე სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ დაათვალიერა.
„13 ოქტომბრის სტიქიის შედეგად დაბა ლაითურში, ძირითადად, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. წლის ბოლომდე ჩვენ გადავხურავთ 40 -მდე კორპუსს და სამშენებლო მასალით უზრუნველვყოფთ დაახლოებით 10 ოჯახს. ასევე, ვმუშაობთ სანიაღვრე არხების მოწყობასა და ასფალტ-ბეტონის გზების მოწყობაზე“, – აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე.
დაბა ლაითურში მიმდინარე სამუშაოების ღირებულება 682 000 ლარს შეადგენს.

12186588_10153286974609779_6231406736843312662_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები