პანამის დროშით მცურავმა გემმა ბათუმის ნავსადგურში ფეკალური წყლები ჩაღვარა

გარემოსდაცვითი ზედმხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.
როგორც „კვირას“ გარემოს სამინისტროდან აცნობეს, პანამის დროშით მცურავმა გემმა ბათუმის ნავსადგურში ფეკალური წყლები ჩაღვარა.
სამართალდამრღვევს 65 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ასევე გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 8 000 ლარს აღწევს.
პანამის დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული ჯარიმისა და ზიანის გადახდის შემდეგ დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები