დღეს “Mercedes-Benz Fashion week თბილისი 2015”-ი დაიხურება
დღეს, 18:00 საათზე ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში “Mercedes-Benz Fashion week თბილისი 2015”-ი დაიხურება. ჩვენებაზე 4 დიზაინერი მიიღებს მონაწილეობას. მოდის კვირეულის ორგანიზატორების განცხადებით, “Mercedes-Benz Fashion week თბილისი 2015” – ეს მოდისა და ძვირფასი ავტომობილების სამყაროს გაერთიანებაა. 20 წელია, რაც Mercedes-Benz მოდის ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებების ჩვენების პარტნიორად იქცა. ანალოგიური მოდის კვირეულები ტარდება მოსკოვში, სტამბოლში, მილანში, ლონდონში, ნიუ-იორკში, კიდევ სხვა მრავალ ქალაქში, მსოფლიოს 50 ქვეყანაში.