მიხეილ გიორგაძე: კულტურის სამინისტროს რუსული კლიპის გადაღებაზე ნებართვა არ გაუცია
რუსული მობილური ოპერატორის MTC-ის სარეკლამო რგოლთან დაკავშირებით, რომელიც თბილისშია გადაღებული, საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ კლიპის გადაღებაზე კულტურის სამინისტროს ნებართვა არ გაუცია.
“კულტურის სამინისტროს კლიპის გადაღებაზე ნებართვა არ გაუცია, პრინციპში კულტურის სამინისტრო არც იძლევა ასეთ ნებართვებს თუ თბილისის ხედებია ნაჩვენები და ნათქვამია ან აღქმულია, რომ ეს თოთქოს-და რუსეთის ტერიტორიაა, რა თქმა უნდა, რეაქცია იქნება მკვეთრად უარყოფითი“, – განუცხადა გიორგაძემ ჟურნალისტებს. თბილისი რუსეთი არ არის!“ – ასე ეხმაურებიან ქართველი ინტერნეტმომხმარებლები რუსულ ტელევიზიებსა და ინტერნეტში გავრცელებულ ახალ რეკლამას. ქართველების დიდი ნაწილის უკმაყოფილება, რუსული მობილური ოპერატორი MTC-ის ახალმა სარეკლამო რგოლმა გამოიწვია, რომელიც თბილისშია გადაღებული. ვიდეო-რგოლი მობილური ტელეფონის ხმის HD ხარისხს ეხება, რომელიც ხმის მოსმენის მაღალ ხარისხს განაპირობებს როგორც გარშემო ხმაურის პირობებში, ისე ხმამაღალი, ხმადაბალი თუ სტვენის დროსაც კი. „ხმა HD ხარისხში მთელი რუსეთის მასშტაბით. MTC – შენ იცი, რაც შეგიძლია!“ – ეს ვიდეო რგოლის სლოგანია. თბილისის ქუჩებში გადაღებული რუსული რეკლამა, ბევრი ქართველისათვის უსიამოვნო და მიუღებელი აღმოჩნდა.