ადიგენში 16 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვეს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში 16 წლის გოგონამ სიცოცხლე სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა.
მოზარდი მეზობლებმა საკუთარ სახლში ჩამომხჩვალი იპოვეს.
რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.