დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოს კიდევ ერთი გამორჩეული ტურისტული ადგილი დაემატა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საგურამოში, თადეოზ გურამიშვილის ისტორიული მარნის აღდგენა სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ერთერთი კარგი მაგალითია.
„დღეს ჩვენ ვნახეთ, რამდენადაც კარგად განხორციელდა მარნის რესტავრირება და აღდგენა. ამით საქართველოს დაემატა კიდევ ერთი გამორჩეული ტურისტული ადგილი, სადაც ქართველ და უცხოელ ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ, ეზიარონ ქართულ ხელოვნებას, კულტურას, მეღვინეობას, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილიმა.
აღნიშნული პროექტი მცხეთის რაიონში, საგურამოში კომპანია “კახური ტრადიციული მეღვინეობამ” განახორციელა, რომელსაც ქონება საინვესტიციო ვალდებულებით გრძელვადიანი იჯარით გადაეცა. პროექტისთვის კომპანია “კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ” 250 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.