პროკურატურამ ადვოკატის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
თბილისის პროკურატურამ ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, გამოძიება დაიწყო. ადვოკატი სამართალდამცველებს მის ცემაში ადანაშაულებს.
როგორც პროკურატურის პრესსამსახურში აცხადებენ, პოლიციის ცალკეული თანამშრომლების მიმართ, ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე გამოძიება 333-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.
გიორგი მდინარაძე ტვინის შერყევით საავადმყოფოშია მოთავსებული და აცხადებს, რომ ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში სცემეს. ადვოკატი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებითა დააკავეს და მოგვიანებით, ხელწერილით გაათავისუფლეს.