ბიძინა ივანიშვილი “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით სამშაბათს ისაუბრებს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამშაბათს ისაუბრებს, – ამის შესახებ “მოქალაქეს” დამფუძნებელმა დღეს საგურამოში, ილიაობის დღესასწაულზე ყოფნის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.
რა ფორმით აპირებს ივანიშვილი სამაუწყებლო კომპანიის შესახებ საუბარს ამ დროისთვის ცნობილი არ არის.