გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამსახურმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
წალენჯიხის რაიონის დაბა ჯვარში სამართალდამრღვევს შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდა 1.5 კბმ პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი, რომელიც ძარაზე განთავსებული ნაგვერდულის ქვეშ ჰქონდა დამალული.
ავტომანქანა დაილუქა. შედგა შესაბამისი ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შემოსავლების სამსახურს.