„ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც საზოგადოებამ არ იცის, არც ჟურნალისტებმა არ იციან“

ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც საზოგადოებამ არ იცის, არც ჟურნალისტებმა არ იციან, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკის სტუდიაში“ სტუმრობისას აღნიშნა, გადაწყვეტილება კანონიდან გამომდინარეა გამოტანილი.
„ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც საზოგადოებამ არ იცის, არც ჟურნალისტებმა არ იციან და არც არიან ვალდებულები, იცოდნენ. ძალიან პროფესიული, იურიდიული საკითხებია გაწერილი სამოქალაქო-საპროცესო კოდექსში. ყველა ნორმის შინაარსი, ფუნქცია და დანიშნულება არ შეიძლება იცოდეს საზოგადოებამ. როგორ მიაწვდი და დაანახებ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე მადლობას ვეტყოდი იმ დამოუკიდებელ ექსპერტებს, იურისტებს, რომლებსაც ვერავინ დააბრალებს იმას, რომ რომელიმე პარტიასთან არიან ასოცირებულები, რომლებმაც იურიდიულად ძალიან სწორად ჩამოაყალიბეს ამ ნორმის შინაარსი და თქვეს, რომ ეს ნორმა დიდი ხანია მოქმედებს, დროებითი მმართველის დანიშვნის შესაძლებლობას ვგულისხმობ. გადაწყვეტილება არის თუ არა კანონიდან გამომდინარე? – რა თქმა უნდა, ის არის კანონიდან გამომდინარე ანუ მოქმედებს ნორმა, რომელიც აძლევვდა მოსარცელეს უფლებას, მოეთხოვა დროებითი მენეჯმენტის დანიშვნა, სადაც მას ჰქონდა ქონებრივი ინტერესი. ასეთ შესაძლებლობას კანონი მას აძლევდა და ბუნებრივია, ნებისმიერი ადვოკატი ყველა კანონიერ საშუალებას გამოიყენებს. რატომ გამოიყენა ეს – ამის გამო ჩვენ ვერ შევედავებით ადვოკატებს“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები