„რუსთავი 2“-თან 4 კარავია გაშლილი
„რუსთავი 2“-ის შენობასთან კარვებია გაშლილი. ტელეკომპანიის მხარდამჭერებმა ღამე გაათიეს. „რუსთავი 2“-ის შენობასთან ამ დროისთვის ოთხი კარავია გაშლილი და იქ დაახლოებით 30 ადამიანი იმყოფება, მათ შორის არიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი ზონის“ წევრები. შენობასთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟია მობილიზებული.
ნიკა გვარამია არხის და ტელეკომპანიის შენობის დატოვებას არ აპირებს. არხის ახალი მმართველები კი სამართლებრივი პროცედურების დასრულებას ელოდებიან. ისინი თანამშრომლებს დიალოგს სთავაზობენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სიტყვის თავისუფლებას იცავენ.