წლის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოებისა და სამუსიკისმცოდნეო ნაშრომის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა
„წლის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოებისა“ და „წლის საუკეთესო სამუსიკისმცოდნეო ნაშრომის“ გამოსავლენად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის პირველი ტური საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირში 2015 წლის 18-19 ნოემბერს გაიმართება, მეორე ტური კი 25 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შედგება.
კონკურსში გამარჯვებული ორი ნაწარმოები – „წლის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები” და „წლის საუკეთესო სამუსიკისმცოდნეო ნაშრომი” მიმდინარე წლის 27 ნოემბერს გამოვლინდება.