15 ივნისის აქციის დარბევა – სტრასბურგის სასამართლომ ვახუშტი მენაბდის უფლებების დარღვევა აღიარა

საქართველოს სახელმწიფომ, სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე დავის ფარგლებში “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელის ვახუშტი მენაბდის სასარგებლოდ 4 500 ევროს გადახდის ვალდებულება აიღო.
საქმე ეხება სამართალდამცველი ორგანოების მიერ 2009 წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს წინ გამართული მშვიდობიანი აქციის დაშლას, რა დროსაც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე დროებით იქნა დაკავებული.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დღეს საქმის “ვახუშტი მენაბდე საქართველოს წინააღმდეგ” განხილვის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სახელმწიფომ ევროპული სასამართლოს წინაშე 2009 წლის 15 ივნისის აქციაზე ვახუშტი მენაბდის წინააღმდეგ უფლებების დარღვევა აღიარა.
მენაბდე აცხადებს, რომ სახელმწიფომ საქმის გამოძიების ვალდებულება აიღო და თუ ის არ შესრულდება, სტრასბურგის სასამართლო საქმის განხილვას გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები