პაატა ზაქარეიშვილი იან ქელის შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საქართველოში აშშ-ს ელჩს იან ქელის შეხვდა.
მინისტრის აპარატის ინფორმაციით, პაატა ზაქარეიშვილმა ელჩს კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის პოლიტიკის, მიმდინარე პროცესების, გამოწვევებისა და პერსპექტივების, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„შეერთებული შტატები ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, მათ შორის სწორედ კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. ამდენად, მნიშვნელოვანია ელჩს ჰქონდეს სრული ინფორმაცია მიმდინარე პროცესებისა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ“, – აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
მინისტრმა იან ქელის შეერთებული შტატების მიერ ჩართულობის პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები