ანი მიროტაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის უახლოესი მეგობარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანი მიროტაძის განცხადებით, მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ს სარჩელი წარმოებაში სწრაფად მიიღო.

მისი ინფორმაციით, სასამართლოს მხრიდან ყველა საქმეზე უნდა ხდებოდეს სწრაფი რეაგირება, თუმცა ეს წინა ხელისუფლების დროს რატომღაც არ ხდებოდა.

„მოულოდნელი ის კი არ არის, რომ სწრაფად ხდება რეაგირება, მოულოდნელი იყო ის, რომ არასოდეს არ ხდებოდა რეაგირება მრავალი წლის განმავლობაში და უცნაური, უჩვეულო და გაუგებარია, რომ იგივე სასამართლო ასეთი აქტიური გახდა.

ეს არის გაუგებარი, თორემ ის, რომ ყველა საქმეზე და განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე, ასეთი გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა გამოჰქონდეს, ეს არის ჩვეულებრივი და ბუნებრივი.

გიორგი პაპუაშვილი იყო “ნაციონალური მოძრაობის” გარემოს დაცვის მინისტრი, იუსტიციის მინისტრი. იყო, არის და რჩება მიხეილ სააკაშვილის უახლოესი მეგობრების გარემოცვის წევრად. თუმცა, არაფერს არ ვუკავშირებ, ეს არის ფაქტი“,- განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები