“თბილისის საკრებულოს ჰყავს კარგად აღზრდილი და განათლებული დეპუტატი – თედო კობახიძე”

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის დირექტორი დარეჯან თომაძე აცხადებს, რომ თბილისის საკრებულოს, თედო კობახიძის სახით, განათლებული დეპუტატი ჰყავს.
ამის შესახებ დარეჯან თომაძე ხანდაზმულთა პანსიონატის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე წერს:
“როდესაც ბატონმა თედომ გადაწყვიტა ჩვენთან მოსვლა, შეგვეკითხა ვისი მოსმენა გაუხარდებათ მოხუცებსო. არც დავფიქრებულვარ ისე უპასუხე. ჯემალ სეფიაშვილის-მეთქი. ნატვრა და ოცნება უცებ შეგვისრულა. ბატონ დავით ოქიტაშვილს ნამდვილად არ ველოდით. მისი მოსვლა ნამდვილად სიურპრიზი იყო. ასეთი მხიარულები და გახარებულები ჩემი მოხუცები დიდი ხანია არ მინახავს. დღევანდელი დღე იყო ნიმუში იმისა, რომ ხალხს როგორ უხარია მის მიერ არჩეული დეპუტატების ნახვა და მათთან ერთად მხიარულება. უმრავლოს საქართველოს თედო კობახიძისნაირი ახალგაზრდები. მადლობა მათ მშობლებს, რომ მოხუცების სიყვარული ასწავლეს. გიხაროდენ, საქართველო. თბილისის საკრებულოს ჰყავს კარგად აღზრდილი და განათლებული დეპუტატი თედო კობახიძე. ოდესმე ყველა დავბერდებით – ეს არის აქსიომა რომელიც ყველას ავიწყდება. არ ავიწყდებათ მხოლოდ ადამიანებს, რომლებიც რეალურად ფიქრობენ და ზრუნავენ მომავალზე. იყო პოლიტიკოსი და ხალხის მიერ არჩეული დეპუტატი, ნიშნავს, გქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, უნარი იმისა, რომ გაამართლო ხალხის მიერ მინიჭებული ნდობის მანდატი”,- აღნიშნა დარეჯან თომაძემ ხანდაზმულთა პანსიონატის “Facebook”-ის ოფიციალურ გვერდზე.

წყარო: „პირველი“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები