თენგიზ ფხალაძე: აზერბაიჯანთან სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება მთავარი ამოცანაა

აზერბაიჯანთან სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება მთავარი ამოცანაა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა – საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
თენგიზ ფხალაძის თქმით, სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება მთავარი ამოცანაა და ის სხვადასხვა საკითხებს მოიცავს.
“მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან და აი ამ პროექტების შემდგომი განვითარება და სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება მთავარი ამოცანაა. ეს არის ჩვენო სტრატეგიული ურთიერთობა, რომელიც მოიცავს ენერგეტიკულ საკითხებს, სატრანსპორტო საკითხებს, რომელიც ცდება ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებს და გადადის რეგიონალურ და ტრანსრეგიონალურ ჭრილში. რა თქმა უნდა, იქნება ორმხრივი ურთიერთობებიც, ეს არის ეკონომიკური, სავაჭრო და ტურიზმი და ასე შემდეგ. საკმაოდ მრავალფეროვანი თემატიკაა განსახილველი,”- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ თბილისს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ესტუმრა. მისი ოფიციალური ვიზიტი 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები