რომეო საჯაია 2 საათია უკვე დაკითხვაზე იმყოფება

ადვოკატი რომეო საჯაია უკვე 2 საათია სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში დაკითხვაზე იმყოფება.
როგორც დაკითხვაზე შესვლის წინ ადვოკატმა განაცხადა, მას, მართლაც, აქვს კონტაქტი დათა ახალაიასთან, თუმცა გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი ფაბრიკაციაა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინულმა საიტმა კუდ-ის ყოფილი უფროსის დათა ახალაიასა და ადვოკატ რომეო საჯაიას აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც ისინი “რუსთავი 2”-ის ტერიტორიაზე ხალხის მობილიზებაზე საუბრობდნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით სუს-მა საქმე 315-ე მუხლით აღძრა, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები