შს მინისტრი იტალიის ელჩს და პოლიციის ატაშეს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იტალიის ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლის და პოლიციის ატაშეს ლორენცო ლებინის შეხვდა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები, საქართველოსა და იტალიის ორმხრივი თანამშრომლობის და სამომავლო გეგმები განიხილეს. გიორგი მღებრიშვილი სტუმრებს სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. მხარეებმა ასევე განიხილეს სამართალდაცვით სფეროში, მათ შორის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოდანაშაულისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ორი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები