SOCAR Georgia Gas-ი ფრონტ-ოფისების გახსნას რუსთავშიც გეგმავს
კომპანია SOCAR Georgia Gas-ი საქართველოს რეგიონებში ფრონტ-ოფისების განვითარებას განაგრძობს. დღეისათვის კომპანიის ფრონტ-ოფისები ბათუმში (ბაქოს ქ. 46), ქუთაისსა და ფოთში (დ. თავდადებულის ქ.1) ფუნქციონირებს. მიმდინარე წლის ნოემბერში მომსახურების ცენტრი რუსთავში გაიხსნება. რუსთავის ფრონტ-ოფისი მეგობრობის N7-ში განთავსდება.
ფრონტ-ოფისებში SOCAR Georgia gas-ი მომხმარებელებს კომპანიის სერვისებს „ერთი ფანჯრის” პრინციპით სთავაზობს. მომსახურების ერთიანი სივრცე არსებულ და პოტენციურ აბონენტებს საშუალებას აძლევს, გამარტივებულად და სწრაფად მიიღონ SOCAR Georgia gas-ის მომსახურებები.
ფრონტ-ოფისები მომხმარებელს მოხერხებულ, სწრაფ და მარტივ მომსახურებას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც თითოეულ მომსახურებისთვის განკუთვნილი დრო მინიმუმადეა შემცირებული.