სასამართლომ თამარ ჩერგოლეიშვილის ქმედება სამართალდარღვევად ცნო
თამარ ჩერგოლეიშვილის ქმედება სასამართლომ სამართალდარღვევად ცნო. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, რომლის თანახმად, მან ჩერგოლეიშვილს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 16 ოქტომბერს ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ ხარაჩოზე თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ ფლაერის გაკვრას, რის გამოც ის აქციის კიდევ 2 მონაწილესთან ერთად დააკავეს, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და შემდეგ გაათავისუფლეს. მოქალაქეთა ჯგუფი საქართველოში „გაზპრომის“ შემოსვლას აპროტესტებდა.