ხაშურის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრობლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ჯემალ ხვედელიძე დააკავეს. ამის შესახებ „კვირას“ საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა განუცხადა. გიორგი გრძელიშვილის ინფორმაციით, ჯემალ ხვედელიძე სამართალდამცველებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ხვედელიძე ხაშურის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა.