მესტიის ცენტრალურ გზას და სოფელ ლახამულას მდინარე ტვიბრა პრობლემას ვეღარ შეუქმნის

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულაში, მდინარე ტვიბრას კალაპოტის გამაგრება რკინა-ბეტონის ფილებით მიმდინარეობს. მდინარეს მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები ახასიათებს, რამაც საფრთხე არაერთხელ შეუქმნა ადგილობრივ მცხოვრებლებსა და ზუგდიდი-მესტიის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზას.
სტიქიის დროს ღვარცოფული ნაკადი ცენტრალური გზის გავლით მიედინებოდა სოფელ ლახამულაში, აზიანებდა დასახლებულ პუნქტში გამავალ შიდა საავტომობილო გზასაც, რამდენჯერმე დატბორა დასახლებული პუნქტები. პროექტის დასრულების შემდეგ მეწყრულ–ღვარცოფული ნაკადი გაივლის მაქსიმალურ გამტარუნარიანობაზე გათვლილ რკინა-ბეტონის წყალგამტარ არხში, რომელიც შემდგომ სპეციალური ტექნიკით გაიწმინდება.
პროექტის ღირებულება 1 724 470 ლარს შეადგენს. არხის მშენებლობა სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. ამ ეტაპისთვის სამუშაოების 80% შესრულებულია. პროექტი 2015 წლის ბოლოს დასრულდება.
არხის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „თი ემ“ აწარმოებს.

1898240_905028339590316_1604596105504461850_n

12191623_905028346256982_7101012200729742893_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები