კახა კალაძე: დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმებაზე მსჯელობა არ ყოფილა

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმებაზე მსჯელობა არ ყოფილა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა.
კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას მიზანმიმართულად აგორებულ სიცრუეს უწოდებს.
„ვფიქრობ, ეს მიზანმიმართულად აგორებული სიცრუეა. მთავრობაში ამასთან დაკავშირებით, რომ ეს სამინისტროები უნდა გაუქმდეს, მსჯელობა არ ყოფილა. გელას გადაყენებას რაც შეეხება, პირველად მესმის თქვენგან. არ მგონია, რომ სიმართლე იყოს“, – განაცხადა კალაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო სამინისტრო უქმდება და მის ფუნქციების შეთავსებას საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები