წინასწარი ინფორმაციით, ბათუმში ნაპოვნი ჩვილის ცხედარი ძველ ლაბორატორიაში საჩვენებელ ნიმუშად ინახებოდა

წინასწარი ინფორმაციით, ბათუმის ყოფილ პროზექტურასთან ნაპოვნი ჩვილის ცხედარი, ადგილზე წლების წინ განთავსებულ ლაბორატორიაში ინახებოდა და სადემონსტრაციოდ გამოიყენებოდა.
დიდი ზომის ქილაში მოთავსებული ჩვილის ცხედარი ბათუმში, ყოფილი პროზექტურის შენობასთან იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 25 წლის წინ პროზექტურაში ლაბორატორიაც ფუნქციონირებდა, სადაც მსგავსი ტიპის ნიმუშები ინახებოდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები