კულტურის სამინისტროში „არტისტერიუმის“ პრესკონფერენცია გაიმართება

დღეს, 12:00 საათზე, კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია „არტისტერიუმის“ შესახებ, რომელსაც 6-16 ნოემბერს, თბილისში, სხვადასხვა საგამოფენო სივრცე უმასპინძლებს. რიგით VIII თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი 2015“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერითა და ასოციაცია „არტისტერიუმის“ ორგანიზებით ტარდება.
2015 წლის „არტისტერიუმის“ მთავარი თემაა – „რას ფიქრობ დღეს?“/What’s on your mind? თბილისის თანამედროვე ხელოვნების გამოფენაში მონაწილეობენ ხელოვანები საქართველოდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, პოლონეთიდან, ნიდერლანდებიდან, შვეიცარიიდან, სამხრეთ კორეიდან, ფინეთიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან.
თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის ძირითადი სივრცეებია: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, თბილისის სახელწიფო სამხატვრო აკადემიის გობელენის მუზეუმი, ევროპის სახლი, მოძრაობის თეატრი, გოეთეს ინსტიტუტი, გალა გალერეა, გალერეა „კონტეინერი“, პროექტი ArtBeat-ის მოძრავი გალერეა. „არტისტერიუმი” საინტერესო პროგრამასთან ერთად საგანმანათლებლო ღონისძიებებსაც მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები