„საქართველო აღარასოდეს დაუბრუნდება იმ დროს, როდესაც თითქმის ყველა მედიასაშუალება ერთი ნარატივით მუშაობდა“

ის, რომ სიტყვის თავისუფლების კუთხით საქართველოში ნამდვილად არის გაუმჯობესების ტენდენცია, ამას ჩვენი პარტნიორებიც აღნიშნავენ – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია და სახელმწიფო არასდროს დაუშვებს იმ დროში დაბრუნებას, როდესაც მედიასაშუალებების დიდი ნაწილი ერთი ნარატივით მუშაობდა.
“ის, რომ სიტყვის თავისუფლების კუთხით საქართველოში ნამდვილად არის გაუმჯობესების ტენდენცია, ამას ჩვენი პარტნიორებიც აღნიშნავენ. ჩვენთვის მედიის თავისუფლება არის ძალზე მნიშვნელოვანი და საქართველო აღარასოდეს დაუბრუნდება იმ დროს, როდესაც თითქმის ყველა მედიასაშუალება ერთი ნარატივით მუშაობდა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები