„პრაიმტაიმმა“ და „ჭაშნაგირმა“ დღეს ბედნიერება გააჩუქეს – „ურთიერთობის დღე შედგა“

„პრაიმტაიმის“ უპრეცედენტო აქციამ დღეს ბედნიერება გააჩუქა. თემქის ხანდაზმულთა პანსიონატის მცხოვრებები რესტორან „ჭაშნაგირს“ სტუმრობდნენ. ეს არ იყო კონკრეტული დღის აღნიშნვა, ეს იყო ბედნიერების განაწილებისა და ურთიერთობის დღე.
საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და რა თქმა უნდა, პანსიონატის მცხოვრებებისათვის საყვარელი ადამიანები, მომღერლები და მსახიობები ღონისძიების მასპინძლებლად იქცნენ.
ცეკვა, სიმღერა და ურთიერთობის გაცვლა დღის მთავარ მოვლენად იქცა. გელა ჩარკვიანი, ოთო ნემსაძე, გურანდა გაბუნია, მაკა ზამბახიძე, სოფო ბედია, ნინო ჩხეიძე, გიორგი სუხიტაშვილი, ეკა მიშველაძე, ირმა სოხაძე და სხვა ცნობილი ადამიანები, დღეს მხოლოდ ერთი მიზნისთვის – ურთიერთობისათვის შეიკრიბნენ.
ღონისძიების წამყვანი გოდერძი შარაშია მთავარ კომუნიკატორად იქცა და პანსიონატის მცხოვრებლები საერთო მხიარულების გმირებად აქცია.
ღონისძიება უზარმაზარი ტორტით დამთავრდა, რომელიც პანისონატში დაოჯახებულმა წყვილმა გაჭრა. ღონისძიების პარტნიორმა Flowers.ge-მ კი, ყველა ქალბატონს ულამაზესი ყვავილების თაიგული გადასცა.
„დღევანდელი ღონისძიების მთავარი ამოცანა არის, შედგეს ურთიერთობა“ – ამბობს „პრაიმტაიმის“ დამფუძნებელი და ღონისძიების იდეის ავტორი, თამარ ფხაკაძე.
„ცხოვრება, ასაკი მეტი არაფერი არ არის, თუ არა, ურთიერთობის დეფიციტი. დღევანდელი ცხოვრება კი მხოლოდ ნეგატივზეა ორიენტირებული. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მნიშნელოვანს, ურთიერთობას ვკარგავთ. დღეს მე ვფიქრობ, ერთი ლამაზი, ურთიერთობის დღე შედგა“, – დასძინა თამარ ფხაკაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები