ირაკლი ღარიბაშვილის პატივსაცემად, ლინას ლინკევიჩიუსის სახელით ოფიციალური სადილი გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში გრძელდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაურის პატივსაცემად, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსის სახელით, ოფიციალური სადილი გაიმართა. მხარეებმა საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე, ვიზის ლიბერალიზაციის გზაზე მიღწეულ პროგრესსა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მთავრობის მეთაურს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და ევროპული მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ოფიციალურ სადილს საქართველოსა და ლიტვის მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები