40-მდე ბაგა-ბაღში ატრაქციონებისა და სპორტული მოედნების მოწყობა სახელმწიფოს 800 ათასი ლარი დაუჯდა
თბილისის 40-მდე საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოებში ატრაქციონები და სპორტული მოედნები მოეწყო.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად, მოპირკეთდა ეზოების ზედაპირი, მოეწყო სპორტულ-გასართობი მოედნები.
ბავშვების უსაფრთხოების მიზნით, მიწის გარკვეულ საფარზე დაიგო კაუჩუკის ფილები. დაიდგა საბავშვო ატრაქციონები, აიწონა-დაიწონა და ღერძის გარშემო მბრუნავი კონსტრუქციები.
თბილისში არსებული საბავშვო ბაგა-ბაღების ეზოების ნაწილში გასართობი კონსტრუქციები და სპორტული მოედნები მოძველებულია ან საერთოდ არ არსებობს. ამიტომ, თბილისის მერიისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე, სარემონტო სამუშაოების განსახორციელებად ყველაზე პრობლემური ბაღები შეირჩა. სხვა ბაღების დანარჩენი ეზოების კეთილმოწყობა კი ეტაპობრივად განხორციელდება.
40 ეზოს მოწყობისათვის თბილისის ბიუჯეტიდან 800 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ფირმა ,,აისმა’’ შეასრულა.