აშშ-ს დეპარტამენტი: საქართველოს მთავრობის ინიციატივა „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია
სტრატეგიული პარტნიორობის კომისია რეგიონში საქართველოს, როგორც სავაჭრო და სატრანსპორტო ჰაბის, მზარდ ეკონომიკურ როლს მიესალმება, რასაც ახლახან გამართული „აბრეშუმის გზის ფორუმიც“ ადასტურებს.
აღნიშნულია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. “სტრატეგიული პარნტიონობის კომისია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას საქართველოს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.
“აშშ-საქართველოს ეკონომიკური პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, გადავდგათ პრაქტიკული ნაბიჯები კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლობის კუთხით, მათ შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, განახლებადი ენერგიის, სოფლის მეურნეობის, გარემოს, ტურიზმის, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის, ინტელექტუალური საკუთრების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების სფეროებში”, – ნათქვამია განცხადებაში.