მატვიენკო – საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ყველაზე რთული ეტაპი წარსულშია

„რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დღეს სახარბიელო არ არის, მაგრამ მისი ყველაზე რთული ეტაპი უკვე წარსულშია“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა.
„როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მხარე დგამს ნაბიჯებს, რომელთა მიზანია პოლიტიკური დიალოგის სრულფასოვანი აღდგენა, ასევე ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ჰუმანიტარული კავშირების და თანამშრომლობის აღდგენა. ჩვენ, რუსი პარლამენტარები, ამას ხელს შევუწყობთ“, – განუცხადა მატვიენკომ სააგენტო „ნიუს. ამ“ -ს.
მისი თქმით, დიალოგის პროცესის წარმატება ორივე მხარეზეა დამოკიდებული. მატვიენკომ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო – რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესება არცთუ შორეული პერსპექტივაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები