„გვარამიას და მის „მეგობარ რევოლუციონერებს“ ეჭვმიტანილის სტატუსი მიენიჭებათ“

არ არის გამორიცხული, გვარამიას და მის “მეგობარ რევოლუციონერებს” ეჭვმიტანილის სტატუსი მიენიჭოთ, ამის შესახებ ფეისბუქში თეიმურაზ მურვანიძე წერს.
„არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში, გვარამიას და მის “მეგობარ რევოლუციონერებს” მოწმის სტატუსი შეეცვალოთ და ეჭვმიტანილის სტატუსი მიენიჭოთ.
იურისტი არ ვარ, მაგრამ უკვე დადასტურებული მასალა, რაც საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი, ვგონებ, სრულიად საკმარისია მოწმის სტატუსის შესაცვლელად, თუმცა ეს საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივაა. აქ ალბათ უპრიანი იქნება, გავიხსენოთ თუნდაც ირაკლი ბათიაშვილის შემთხვევა, როდესაც ადამიანმა ტელეფონში თქვა ფრაზა – „გამაგრდით, ბიჭებო“ და ამისათვის გადატრიალების მუხლით ციხეში გაუშვეს,“ – წერს პოლიტიკოსი თემო მურვანიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები