ხელვაჩაურში მოსახლეობამ გზა გადაკეტა

 ხელვაჩაურის რაიონის კირნათისა და მარადიდის მოსახლეობა ჰიდროელექტრო სადგურის მშენებელ კომპანია “აჭარ ენერჯი 2007”-ს გზაზე ასფალტის საფარის დაგებას ითხვოს. აღნიშნულის გამო მოსახლეობამ დღეს გზა გადაკეტა.
ადგილობრივები მშენებელ კომპანიას მოუწოდებენ, რომ კომპანიამ კომპენსაცია დროულად გასცეს. აქციის მონაწილეები ჰესის ამოქმედების შემდეგ ერთ ოჯახზე 300 კილოვატი ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებას ითხოვენ.
მოსახლეობა ასევე ითხოვს, თუ ჰესის ამოქმედების შემდეგ კლიმატი შეიცვალა და მოსახლეობა დაზარალდება, გათვალისწინებული იყოს ზარალის ანაზღაურება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპანია “აჭარ ენერჯი 2007”-ის წარმომადგენლებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები