კახეთში მოზარდმა თანატოლი მოკლა – უბედური შემთხვევა გურჯაანში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში უბედური შემთხვევა მოხდა. ტრაგედია მაშინ დატრიალდა, როდესაც თანატოლები იარაღით თამაშობდნენ.
ერთ-ერთ მოზარდს იარაღი გაუვარდა და 9 წლის თანაკლასელს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.