„თუ მოსმენები სასამართლოს ნებართვის გარეშე ხორციელდება, ისინი მტკიცებულებად გამოყენებული ვერ იქნება“

„მოსმენა სასამართლოს ნებართვის გარეშე მტკიცებულება არ არის“, – ამის შესახებ განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისივე თქმით, ის გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა მისივე განმარტებით, საუბრის მოსმენა რომ მტკიცებულებად იქნეს გამოყენებული ამისათვის სასამართლოს ნებართვაა საჭირო.
“მოსმენა რომ იყოს გამოყენებული სასამართლოში მტკიცებულებად, ამას სასამართლოს ნებართვა სჭირდება. მიმაჩნია, რომ მოსმენები სასამართლოს გარეშე არ უნდა ხორციელდებოდეს. თუ ხორციელდება მოსმენები სასამართლოს ნებართვის გარეშე, ის მტკიცებულებად ვერ იქნება გამოყენებული კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში. მეტს ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი”, – განაცხადა მურუსიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები