როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში

დასავლეთ საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში უნალექო ამინდი და 20-22 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ უნალექო ამინდი შვიდ ნოემბრამდე გაგრძელდება, ჰაერი კი 18 გრადუსამდე გათბება.
ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა. მისივე თქმით, ჰაერის ტემპერატურის კლება და ნალექი საქართველოში 7-8 ნოემბრიდანაა მოსალოდნელი. კონკრეტულად კი აღმოსავლეთ საქართველოში შვიდ ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა 12 გრადუსამდე დაიკლებს, ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით კლებააა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოშიც. მაღალმთიან რაიონებში შესაძლოა, მოთოვოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები