ქართული ფილმები კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილეობს

კოტბუსის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც გერმანიის ქალაქ კოტბუსში 3 – 8 ნოემბერს ჩატარდება, ქართული ფილმები სხვადასხვა პროგრამაშია წარმოდგენილი.
ტატო კოტეტიშვილის „ოგასავარა” მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში მონაწილეობს, მოჰსენ მახმალბაფის „პრეზიდენტი” – სექციაში Specials. რუსუდან ჭყონიას პროექტი „ვენეცია” მოხვდა ინდუსტრიულ სექციაში Connecting Cottbus (coco). ფესტივალზე ინდუსტრიულ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ კინოცენტრის დირექტორი – ნანა ჯანელიძე და მისი მოადგილე – მაკო ჭილაშვილი.
ფესტივალი პირველად 1991 წელს ჩატარდა. ის მნიშვნელოვანი კინოპლატფორმაა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის. გავლენიანმა გამოცემამ Variety-მ კოტბუსის ფესტივალი მიაკუთვნა მსოფლიოს 50 კინოფესტივალთა სიას, რომელსაც აუცილებლად უნდა დაესწრო. ფესტივალი შედგება სხვადასხვა სექციისგან. კონკურსის 18 ჯილდოსთვის საპრიზო ფონდი 80 000 ევროს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები