თბილისის მე-10 კამერული მუსიკის ფესტივალი გრძელდება
თბილისის მე-10 კამერული მუსიკის ფესტივალი გრძელდება. დღეს, 18:00 საათზე კონსერვატორიის მცირე დარბაზში სიმებიანი კვარტეტი #4 და სიმებიანი კვარტეტი Night Prayers კონცერტს გამართავს. საღამო კომპოზიტორ-იუბილარებს: სულხან ცინცაძესა (90 წელი) და გია ყანჩელს (80 წელი) ეძღვნება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, 22 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში თბილისის მე-10 კამერული მუსიკის ფესტივალი იმართება.