გარდაბანში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ ჩამავალ ე.წ. გრესის არხზე სამართალდამრღვევი ანკესზე მობმული სახლართი ბადით თევზაობდა.
შედგენილია შესაბამისი ოქმი.